ღია ბანკინგის ტექნოლოგია

სწრაფი გადახდების სისტემა, რომელიც მოქალაქეებს ელექტრონულ გადახდებს ბარათის გარეშე სთავაზობს.

სამუშაო ლიცენზია უკვე მოიპოვა ოთხმა კომპანიამ, რომლებმაც ღია ბანკინგის და მყისიერი გადახდის სისტემა უნდა უზრუნველყონ. საუბარია ფინანსური ტექნოლოგიების, იგივე ფინტექ კომპანიებზე, რომლებიც მომხმარებლებს ბარათის გამოყენების გარეშე ფინანსური ოპერაციების შესრულებაში დაეხმარება. ღია ბანკინგი ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც მოქალაქეს დისტანციურად ფინანსურ რესურსებზე წვდომას და მართვას უმარტივებს.