ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მაჩვენებელი

15:34, 18.09.2025

საქართველოში ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დაწყებიდან 10 წელი შესრულდა. ამ მიმართულებით ათწლიანი შედეგები ინგოროყვას კლინიკამ შეაჯამა. ღონისძიებაზე ჯანდაცვის მინისტრიც იმყოფებოდა, რომლის თქმით, სამინისტრო ძვლის ტვინის გადანერგვას საქართველოს ყველა მოქალაქეს უფინანსებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გეგმავს ღეროვანი უჯრედების დონორთა მსოფლიო რეგისტრში გაწევრიანებას, რაც განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს იმ პაციენტებს, ვისაც ნათესაური დონორი არ ჰყავს და სამედიცინო მომსახურების მისაღებად წასვლა უცხოეთში უწევთ.

მსგავსი