ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განახლდა

ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განახლდა. დილიდან ისმის აფეთქების ხმა ღაზის სამხრეთში. „ჰამასი“ ავრცელებს ცნობას, რომ ისრაელისა საავიაციო დარტყმების შედეგად, ბოლო რამდენიმე საათში დაიღუპა 54 ადამიანი. ისრაელში კი აცხადებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობები „ჰამასმა“ დაარღვია და დროულად არ გადაუგზავნა ისრაელის მთავრობას იმ პირთა სია, რომელთა გათავისუფლებაც უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, ისრაელის ხელისუფლებამ საბრძოლო მოქმედებების განახლების გადაწყვეტილება მიიღო. პარალელურად, „ბიბისი“ წერს, რომ „ჰამასმა“ არ გაათავისუფლა ყველა მძევალი ქალი და დღეს დილით რაკეტებით თავს დაესხა ისრაელს. პრემიერ-მინისტრის ოფისში ამბობენ, რომ ისრაელი რჩება თავისი მიზნების ერთგული – გაათავისუფლოს მძევლები და გაანადგუროს „ჰამასი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შუამავლები განაგრძობენ მუშაობას ზავის გასახანგრძლივებლად, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმები განახლდა.

ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედების განახლების გამო, მწუხარებას გამოთქვამს გაერო.