ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანეს

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათეულობით მანქანა შევიდა. ზავის მოქმედების ფარგლებში ისრაელმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება გაფართოვდება და ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებს შორის ორ მთავარ გზაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება ექნებათ. ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შევა, რომლებიც საკვებსა და სამედიცინო დახმარებას შეიტანენ. ქალაქ ღაზაში ათი ათასობით ადამიანის დაბრუნების პარალელურად, ბულდოზერებმა ქალაქის ნანგრევებისგან გაწმენდა დაიწყეს. პარალელურად ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ცეცხლის შეწყვეტის სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრება. მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზის სამშვიდობო ხელშეკრულების ოფიციალურ ხელმოწერაში მონაწილეობას არ მიიღებს.