ღაზის სექტორში ტელეკომპანია „ალჯაზირას“ ოპერატორი დაიღუპა. შემთხვევა ისრაელის თავდაცვის ძალების იერიშს მოჰყვა. ისრაელელმა ჯარისკაცებმა ხან იუნისში მდებარე ის სკოლა დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. როგორც „ალჯაზირა“ წერს, ოპერატორი დაჭრილი იყო და მასთან სასწრაფო დახმარების მანქანებმა მისვლა ვერ შეძლეს, რადგან ისრაელის ძალები სამედიცინო პერსონალს ამის საშუალებას არ აძლევდა.
მედიის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში მედიის 90 წარმომადგენელია დაღუპული.