ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 20-ზე მეტი ჭურვი ისროლეს
- ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორია ნაღმმტყორცნებით დაიბომბა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის მიმართულებით 20-ზე მეტი ჭურვი ისროლეს.ისრაელის მედიის ინფორმაციით, იერიში ქვეყნის სამხრეთ ნაწილის მიმართულებით განხორციელდა. დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
- სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკურნალობის დროს ექიმები შიშობდნენ, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება გაცილებით დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა, – ამის შესახებ სოლსბერის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა განაცხადა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ავრცელებს.ექიმის ცნობით, ასეთი ვარაუდი სამედიცინო ცენტრში მას შემდეგ დაიბადა, რაც მათთან ბრიტანეთის პოლიციის თანამშრომელი, ნიკ ბეილი მიიყვანეს. ის ინციდენტის ადგილზე მუშაობდა. ამასთან სოლსბერის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ სკრიპალების გადარჩენას ვერ შეძლებდნენ.