ღარიბაშვილის წერილი – პოლიტიკური შეფასებები

12:11, 19.08.2026

პოლიტიკური შეფასებების თემაა ირაკლი ღარიბაშვილის უკვე მეორე წერილი. ოპოზიციის ნაწილი აღნიშნულს შიდა დაპირისპირების გაგრძელებას უწოდებს. მათივე თქმით, კორუფციის დანაშაულებზე ისინი წლებია საუბრობენ. მმართველი გუნდისთვის კი გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ორი ურთიერთგამომრიცხავი წერილი. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საკმაოდ მძიმე ბრალი აქვს ისედაც წაყენებული, რამაც გუნდი რეპუტაციულად უკვე დააზიანა. შეგახსენებთ, გუშინდელ წერილში ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილის სახელი აღარ უხსენებია. დაასახელა მხოლოდ მამუკა მდინარაძე. ყოფილი პრემიერის თქმით, ბრალის წარდგენის და დაკავების შემდგომ, უარი თქვა სამართლებრივ ბრძოლაზე, რადგან გუნდთან და მისთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა არ სურდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა მდინარაძე დაასახელა იმ წერილის ავტორად, რომელიც მანამდე ისაუბრა, როგორც ბიძინა ივანიშვილის სახელით მისთვის გაგზავნილი. ღარიბაშვილი ახალ განცხადებაში ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ბინძური და დადგმული პროვოკაციები მიმდინარეობს, ყოფილი თანაგუნდელებისგან მოსმენილი შეთავაზება კი, მისთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა, რამაც იძულებული გახადა, რომ ბრძოლა დაიწყოს.

მსგავსი