ღარიბაშვილის წერილი – პოლიტიკური შეფასებები
ყოფილი პრემიერის სკანდალური ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ: ირაკლი ღარიბაშვილი მოქმედ პრემიერს საჯაროდ პირველად დაუპირისპირდა. ციხიდან გამოქვეყნებულ მორიგ წერილში მთავრობის ყოფილი მეთაური ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს ქვეყნისა და გუნდისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და სწორედ მისი საქმით ხსნის მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას.
ღარიბაშვილი, რომელიც წინა წერილებში „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილ ლიდერს კორუფციული საქმის აღიარების მიზნით ზეწოლაში სდებდა ბრალს, ამჯერად თვეების წინ მისთვის გაგზავნილ შეტყობინებებზე მიუთითებს და ბოლო პერიოდში მომხდარი თვითმკვლელობების ფაქტების ირიბად ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობს. სახელდება კონკრეტული გვარიც.
ბოლო წერილის შინაარსის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის წევრთა ტონი ორგზის პრემიერის მისამართით საკმაოდ გამწვავდა. ოპოზიციისგან განსხვავებით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის მსჯავრდებული ღარიბაშვილის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის, რომლებიც ყოფილ ლიდერს რევოლუციური პროცესების წახალისების და ამით პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობაზე მიუთითებენ.
ანა ბროლაძე გაგვაცნობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადების მთავარ აქცენტებს და რეზონანსულ გამოხმაურებას.