ღარიბაშვილის სასამართლო

18:28, 02.11.2026

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება. აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა და არგუმენტად სასამართლო განხილვების დროს საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გასაჯაროების საფრთხე დაასახელა. დაცვის მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ მოთხოვნას. ადვოკატის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო განხილვა ღია იყო, მაშინ როდესაც აღნიშნული საქმეც იმავე შინაარსისაა და ეხება თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვას. შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელიც პროცესს ესწრებოდა. მისი თქმით ის ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

მსგავსი