ღარიბაშვილის ბრალდებები – გამოკითხვის პროცესი 

21:22, 10.09.2026

გრძელდება ყოფილი პრემიერის ბოლო რეზონანსული განცხადების შემდეგ კონკრეტულ პირთა გამოკითხვის პროცესი. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესწავლის საგანი ხდება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის წერილის ის ნაწილი, რომელიც უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეს ეხებოდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, გამოძიების შეკითხვებს „ასავალ დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ უპასუხა. ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძესთან იმ სატელეფონო საუბრის მთავარი ფიგურანტია, სადაც საუბარი დავით გარეჯის გასხვისებას ეხებოდა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ დიტო ჩუბინიძემ განაცხადა, მისთვის ლაზარე ჯორბენაძეს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია შესაბამისად, ისიც გამოკითხვაზე ხელცარიელი მივიდა.

მსგავსი