ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრემიერსაც შეხვდა. ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. ყურადღება გამახვილდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობაზე. განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას. საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.