„ღამის სერენადების“ კონცერტი ბათუმში

ტანგოს საღამოს მიეძღვნა მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბოლო კონცერტი ბათუმში.

სპეციალურად ფესტივალისთვის პროექტი ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა მევიოლინემ გია იაშვილმა შექმნა. ტანგოს რამდენიმე ვერსია მან უნგრელ გიტარისტთან, სოფია ბოროსისთან ერთად შეასრულა.

წარმოდგენილი იყო პიაცოლას, დი მარინოს, მორიკონესა და სხვა კლასიკოსების ვერსიები.

ბათუმის შემდეგ ფესტივალი თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაგრძელდება.

კონცერტები 2 და 4 სექტემბერს გაიმართება.