„ღამის სერენადების“ დასკვნითი საღამო

„ღამის სერენადების“ დასკვნითი საღამო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.

სცენაზე კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით წარდგა.

საღამოში მონაწილეობდა ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.

„ღამის სერენადები“, რომელიც ლიანა ისაკაძემ დააარსა, 22 აგვისტოს ბათუმში გაიხსნა.