„ღამის სერენადები“ საზეიმოდ დაიხურა

12:25, 12.10.2025

თბილისში „ღამის სერენადები“ საზეიმოდ დაიხურა. ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტზე, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო პროექტი – Astor, რომელიც დრამატულობით, ვიზუალური ესთეტიკითა და მასშტაბური ქორეოგრაფიით იყო დატვირთული. „ღამის სერენადების“ ფარგლებში, ჯამში, სამ ქალაქში ექვსი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებების მხარდამჭერი კულტურის სამინისტრო, თბილისი მერია, „შემოქმედებითი საქართველო“ და იტალიის საელჩო იყვნენ.

მსგავსი