„ღამის სერენადები 2026“

15:34, 21.08.2026

„ღამის სერენადები 2026“ – ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს საღამოს, იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცის ხელმძღვანელობით გაიმართება კონცერტი. სოლისტი იაპონელ-იტალიელი მევიოლინე, იუკი სერინო იქნება. „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად, შესრულდება ცნობილი ნაწარმოებები. ორგანიზატორების განცხადებით, საიუბილეო ფესტივალი შვიდ კონცერტს აერთიანებს და მასში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ. „ღამის სერენადები 2026“ 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონცერტები ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში იმართება.

მსგავსი