„ღამის სერენადები 2026“ გაიხსნა
ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ბათუმში გაიხსნა. ფესტივალი წელს ლეგენდარული ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველი კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. საღამოს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი ხელმძღვაბელობდა. სოლისტი იყო იაპონელ-იტალიელი მევიოლინე, იუკი სერინო. ფესტივალის საბაზო ორკესტრთან, „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად შესრულდა ჩაიკოვსკის, სენ-სანსისა და მენდელსონის ნაწარმოებები. ორგანიზატორების განცხადებით, საიუბილეო ფესტივალი შვიდ კონცერტს აერთიანებს და მასში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ. „ღამის სერენადები 2026“ 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონცერტები ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში იმართება.