„ღამის სერენადები“ – 2026
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „ღამის სერენადები 2026“ დასკვნით კონცერტებს თბილისი მასპინძლობს. ფესტივალის წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანია – ლეგენდარული ქართველი მევიოლინის 80 წლის იუბილე შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება. კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კლასიკური მუსიკის მოყვარულების წინაშე – ქართველი პიანისტები, სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი წარდგნენ და საფორტეპიანო დუეტის კონცერტზე კლასიკური მუსიკის შედევრები შეასრულეს.