„ღამის სერენადები 2019“

ბათუმი-თბილისის XI საერთაშორისო ფესტივალი 25 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

25, 27 და 28 აგვისტოს საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში ჩატარდება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს, საფესტივალო კონცერტებს თბილისში, სარაჯიშვილის კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს. საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი, „ვირტუოზები საქართველოდან“.

დატოვე კომენტარი