ღამის კლუბის დემონტაჟი ბათუმის ბულვარში
ბათუმის ბულვარში, სანაპირო ზოლზე განთავსებული ამორტიზებული ღამის კლუბის დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული შენობა ბულვარის იერსახეს მნიშვნელოვნად აზიანებდა, რის გამოც მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სამუშაოები, ასევე, ტერიტორიიდან სამშენებლო კონსტრუქციების გატანასაც ითვალისწინებს. სადემონტაჟო სამუშაოები ბულვარის ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება. ტერიტორიის სრული მოწესრიგება უმოკლეს დროში დასრულდება. ბათუმის ბულვარის მოწესრიგების მიზნით, უსახური შენობების დემონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესი, მოქმედი კანონმდებლობით, ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად ხორციელდება და ვიზუალური იერსახის გაუმჯობესებას ემსახურება.