ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, რვა პირია დაკავებული

ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით სულ რვა პირია დაკავებული. მათ მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე არსებობს ვიდეოჩანაწერი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალგაზრდა ტრაგიკულად გარდაიცვალა, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა, არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის, არასრულწლოვანი სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით გადაიყვანეს. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ  თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის, ბასიანსა“ და „გალერიში“.

ერთ-ერთი გამსაღებელი სწორედ კლუბის დაცვის წევრია, რომელიც ღამის კლუბში დააკავეს და პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.