მწერალთა სახლში „გერმანული ლიტერატურის დღეები“ დასრულდა. მკითხველები მწერალ რალფ შოკსა და კინო დოკუმენტალისტს უტა ვერნერს შეხვდნენ. მკითხველი თანამედროვე გერმანულ ლიტერატურასა და დრამატურგიას ახლო რაკურსიდან გაეცნო. ასევე, გაიმართა უტა ვერნერის ფილმის „მოგზაურობა საქართველოში“ პრეზენტაცია.