გერმანიის უარი თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს - შეხვედრა საგარეო უწყებაში

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს ყველა მოქალაქეს იანვრის თვეში უარი ეთქვა. საუბარია 700 პირზე.
ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზალიბერაციამდელ პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა, რაც მთავრობის შეშფოთებას იწვევს.

საქართვლოში გერმანიიდან ჩამოსულმა სპეციალისტების ჯგუფმა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა.