გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოზიცია

15:21, 05.07.2026

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, უკრაინული ძალები უკვე ეფექტიანად უტევენ რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ლოჯისტიკურ ობიექტებს. პისტორიუსის განცხადებით, სწორედ ამიტომ არ ფიქრობს, რომ უკრაინას ამ დროისთვის Taurus-ის რაკეტები სჭირდება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება ძირითადად სტაბილურია და საბრძოლო ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება, თუმცა ორივე მხარე მძიმე დანაკარგებს განიცდის.

მსგავსი