გერმანიის საგარეო უწყების ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია – შეფასებები

15:17, 17.04.2026

მმართველი გუნდი გერმანიის საგარეო უწყების ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის განახლებას ისევ ითხოვს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კითხვები „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრის დროს გერმანელ დიპლომატებს დაუსვეს, თუმცა, როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, დამაჯერებელი პასუხი ვერ მოისმინა. ოპოზიციის შეფასებით, ევროკავშირი არ აღიარებს ქართული ხელისუფლების ლეგიტიმაციას და გერმანიის საგარეო უწყების ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არა ტექნიკური ხარვეზი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. გერმანიის საგარეო უწყების ვებ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული, საგარეო საქმეთა მინისტრად კი, ილია დარჩიაშვილი.

მსგავსი