გერმანიის საგარეო უწყების განცხადება – გამოხმაურება
ბერლინში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გამოძახება ძალიან მკაფიო დიპლომატიური გზავნილი იყო საქართველოს ხელმძღვანელობისთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. პრესსპიკერის თქმით, საქართველოს მთავრობისგან აშკარა მოლოდინია, რომ ელჩზე პირადი თავდასხმები თავიდან იქნება აცილებული.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ საუბარი გაიმართა საქართველოს მთავრობასთანაც. „ახლა საქართველოს ხელმძღვანელობას მისი ქმედებებით ვაფასებთ. შემდგომ დასკვნებს აქედან გამოვიტანთ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.