„ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იცავენ თავისუფლებას“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 14 საათზეა ჩანიშნული.