გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება – გამოხმაურება

12:12, 25.03.2025

გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. „დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებს მართავს ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ. ისინი კვლავ არიან დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის წინაშე. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ დარბევებზე“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი