გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს. ანალენა ბერბოკი „კავშირი 90/მწვანეების“ ყრილობაზე ევროკავშირის გაძლიერების და რეფორმირების მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოს, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. მანვე განმარტა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირს გააძლიერებს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა ისიც, რომ ბოლო პერიოდში რუსეთი ევროკავშირის ერთიანობის დარღვევას ცდილობს.