გერმანიის პოზიცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი მიიჩნევს, რომ მინსკის შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, რუსეთს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები უნდა შეუმსუბუქდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის პირველმა დიპლომატმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

მინსკის შეთანხმებას 2015 წელს მოეწერა ხელი. დოკუმენტი ოთხ სუბეიქტს, ე.წ. ნორმანდიულ ოთხეულს შორის გაფორმდა. შეთანხმება რუსეთს დონბასიდან ჯარისა და ჯავშანტექნიკის გაყვანას ავალდებულებს, რაც მოსკოვს ამ დრომდე არ შეუსრულებია.

შეგახსენებთ, რომ მანმადე უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს სთხოვა, რუსეთზე სანქციების გამკაცრებით ზეწოლა გააძლიერონ.