გერმანიის მთავრობის პასუხი პეტერ ფიშერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე – შეფასებები
გერმანიის მთავრობა უარყოფს, რომ პეტერ ფიშერს მამუკა ხაზარაძისგან ბინა ჰქონდა ნაქირავები. ეს ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის” კითხვებზე, რომლითაც მთავრობას მიმართა და დაინტერესდა გერმანიის ელჩის საქმიანობითა და დაფინანსებით. კითხვები საქართველოში გერმანიის ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირადღირებული ქონების დაქირავებას, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ელჩის მიერ გამართულ შეხვედრებსა და ამ შეხვედრების მიზანს შეეხებოდა. ბუნდესტაგში დაადასტურეს პეტერ ფიშერის შეხვედრა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელთან. მათი თქმით, ეს შეხვედრა 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა. როგორც გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ტარდება.
გერმანიის მთავრობის პასუხებზე, რომელიც პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობას შეეხება, პოლიტიკოსები ეხმაურებიან თბილისში.