გერმანიის მთავრობის პასუხი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე
გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პასუხები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მონაწილეობას შეეხებოდა. ოფიციალურ ინფორმაციაში, გერმანიის მთავრობა ასაჯაროებს თანხებს, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. საუბარია 2020-25 წლებში 2.5 მილიონი ევროს გამოყოფაზე. ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი. გერმანიის მთავრობის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზანია, ერთობლივად შეთანხმებული პროექტის მიზნების მიღწევა. საქართველოში არასამთავრობოთა დაფინანსებისა და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, ელჩ პეტერ ფიშერის მონაწილეობის შესახებ, გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. როგორც გერმანიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, უნდა განისაზღვროს, როგორ გაგრძელდება მუშაობა.
გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.