გერმანიის მთავრობის ფორმირების მცდელობა

24 სექტემბრის ფედერალური არჩევნებიდან 100 დღეზე მეტი გავიდა. გერმანიას კი მთავრობა ამ დრომდე არ ჰყავს.  ნოემბერში ე.წ. იამაიკური კოალიციის ფორმირების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჯერი “დიდ კოალიციაზე” მიდგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე ოპოზიციაში გადასული სოციალ-დემოკრატიული პარტია მზად არის, მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდეს. მთავრობის შემადგენლობაში მოხვედრა სურს მერკელის პარტიის მოკავშირე ქრისტიან-სოციალისტების პარტიასაც.

კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების უკვე მეორე მცდელობა წარმატებით დასრულდება, თუ პოლიტიკური კრიზისი ხელახალ არჩევნებამდე მივა – სალომე თორაძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი