გერმანიის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია თბილისშია

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და მედიააკადემია გერმანიის მთავარ მარეგულირებელ კომისიას მასპინძლობს. გერმანელი სტუმრები მედიააკადემიის მუშაობის პროცესს გაეცნენ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებას გერმანიის მარეგულირებელ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გამოცდილების გაზიარებით ახორციელებს.

მედიააკადემია უკვე ერთი წელია, აქტიურად ატარებს სემინარებსა და ვორქშოფებს ჟურნალისტებისთვის. მოკლევადიან სემინარებზე მედიააკადემია აქცენტს მულტიმედიური პროდუქტების შექმნასა და სოციალურ პლატფორმებზე ამბის თხრობის ეფექტიან ფორმებზე აკეთებს.