გერმანიის კანცლერის ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები

ანგელა მერკელის ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება საქართველო-გერმანიის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლას ელოდება.

მმართველი გუნდის ლიდერები გერმანიის კანცლერის ჩამოსვლას და თბილისში გაკეთებულ განცხადებებს ოფიციალური ბერლინის ურყევი მხარდაჭერის მაგალითად აფასებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში მერკელის ჩასვლაზე. რაც შეეხება ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის თემაზე კანცლერის პოზიციას, ამ ნაწილშიც ოფიციალური თბილისი მერკელს ქვეყნის ურყევ მხარდამჭერად და გულშემატკივრად მიიჩნევს.

არაერთგვაროვანია ოპოზიციის შეფასებები. ოპონენტთა დიდი ნაწილი ვიზიტს პოზიტიურად აფასებს და ხელისუფლებას გერმანიასთან სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებას ურჩევს.

პოლიტიკურ ლიდერებს ქეთი ქაშაკაშვილმა მოუსმინა.