გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა არ გაიმართება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინა-რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით ეჭვი მერცმა მას შემდეგ გამოთქვა, რაც რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანა.