გერმანიის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

იუსტიციის სამინისტროში გერმანელ კოლეგებს უმასპინძლეს. მხარეებმა ორი ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ქართული მხრიდან აღნიშნა, რომ ეს სისტემა უწყებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. დელეგაციის წარმომადგენლები #5 (ქალთა) და #16 პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ტერიტორიაზე არსებული სამკერვალო, სილამაზის სალონი, პურის საცხობი, ხის და ტყავის საწარმოები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული; მოინახულეს ასევე პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი და ინფრასტრუქტურა.