გერმანიის ელჩის გაწვევა

21:32, 20.10.2025

რა ფორმით გაგრძელდება გერმანია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგაა, რაც ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მთავრობამ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის სამშობლოში გაიწვია.

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რადიკალიზმის მხარდაჭერა და გავლენის მოხდენის მცდელობა სასამართლოზე – მმართველი პარტია გერმანელ დიპლომატს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაში თვეებია ადანაშაულებს. ელჩის გაწვევას წინ უძღოდა დიპლომატის საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარება, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სულ ბოლოს კი ფიშერის დიპლომატიურ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები დაისვა ბუნდესტაგშიც.

რა შეფასებები მოჰყვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას და როგორ ხედავენ ორი ქვეყნის ურთიერთობების პერსპექტივას თბილისში – ამას  ანა ბროლაძე გვეტყვის.

მსგავსი