გერმანიის ელჩის განცხადება

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, მას არ მოუსმენია ევროკავშირის განცხადება, სადაც ვინმე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს – ამის შესახებ ელჩმა ისაუბრა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“. საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განხილვისას ჰუბერტ ქნრიშმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიციაა, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში და აქ საუბარი არ არის ახალ არჩევნებზე. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ელჩი განმარტავს, რომ როდესაც განხორციელდება ისეთი რეფორმები, რომ სასამართლოს შეეძლება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და მოიპოვოს ნდობა მოსახლეობაში, ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი და დემოკრატიისთვის მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი. არ შეიძლება პარტიები დასხდნენ და იმსჯელონ – „ეს უნდა გამოვუშვათ და ეს უნდა ჩავსვათ“, – აცხადებს გერმანიის ელჩი.

მოამბე

დატოვე კომენტარი