გერმანიის ელჩის განცხადება

გერმანიის ელჩი საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მისი თქმით, ეს მოთხოვნა დიპლომატიურმა კორპუსმა არაერთხელ დააყენა და მათთვის მომხდარი განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ელჩი იმედოვნებს, რომ დე ფაქტო რეჟიმი გატაცებულ მედიკოსს უახლოეს ხანებში გაათავისუფლებს.