ისევ შეფასებების თემაა გერმანიის ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძის ოჯახის კუთვნილი ფართის ქირაობა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დრომდე რაც ირკვევა ხაზარაძის ოჯახისა და გერმანიის საელჩოს სკანდალზე, არის ის, რომ საერთოდ არაფერი ირკვევა, საზოგადოებამ არ იცის, არის თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება, თუ ხელშეკრულება დადებულია, არსებობს ეჭვი, რომ ის ან ფიქტიურია, ან ხაზარაძის ოჯახი არ იხდიდა გადასახადებს, – აცხადებს რატი იონათამიშვილი. მისი თქმით, „სასამართლოს განაჩენით და ორ საერთაშორისო არბიტრაჟში დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი დაუდევარი და იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების შედეგად წარმოშობილი საბიუჯეტო გადასახადი დაემალა“. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 750 კვადრატული მეტრი საცხოვრებელ ფართზე უძრავი ქონებით სარგებლობს. მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, გერმანიის ელჩისთვის ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიუსით დადასტურებული ხელშეკრულება.