უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ტემპით უკმაყოფილოა გერმანიაში უკრაინის ელჩი და ამის მიზეზად დასავლეთის მხრიდან იარაღის შეფერხებით მიწოდებას ასახელებს. ალექსეი მაკეევის განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერაზე ყოყმანი, უკრაინისთვის სირთულეებს აჩენს. დიპლომატმა აღნიშნა ისიც, რომ შორი მანძილის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.