გერმანიაში დასაქმებულების სასამართლო დავა

გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების გახმაურებული საქმე, რომელიც სასამართლომდე მივიდა.

სამართლებრივი დავა მარწყვის ფერმაში დასაქმებული ქართველი მიგრანტების სასარგებლოდ დასრულდა. ჩვენი თანამოქალაქეები კონტრაქტის პირობების დარღვევას და იმ დამამცირებელ საცხოვრებელ პირობებს ასაჩივრებდნენ, რომლებიც ადგილზე დახვდათ. 23-კაციანი ჯგუფიდან, ყველა იმ პირს, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს, სამუშაო ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.