გერმანიაში დასაქმებულების პრობლემები

რეაგირება „მოამბეში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოდან გერმანიაში დროებითი დასაქმების პროგრამით წასულ და უმძიმეს პირობებში მყოფ 24 მოქალაქეს ხვალ სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ. ინფორმაცია პირველ არხს უკვე დაუდასტურა გერმანიის შრომის და სოციალური მდგომარეობის ფედერალური სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურმა. სწორედ ეს სამსახური იცავს ლტოლვილ და მიგრანტ ადამიანებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. ორგანიზაცია ახლა საქართველოს მოქალაქეთა სამუშაო პირობებს უწევს ზედამხედველობას და ადასტურებს, რომ ქართველ მიგრანტებთან სამუშაო კონტრაქტი, ასევე გერმანიის კანონმდებლობა დარღვეულია. ცნობილი ხდება, რომ არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლის წინააღმდეგ გერმანული მხარე სარჩელსაც მოამზადებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დღის ბოლომდე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხელფასზე ნაკლებ თანხას ჩარიცხავს.

ჩვენ მიერ გუშინ მომზადებულ რეპორტაჟში მარწყვის კრეფაზე დასაქმებული ქართველი მიგრანტები ამბობდნენ, რომ გაუმჯობესების ნაცვლად მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები კიდევ უფრო გაუარესდა და შესაბამისი უწყებებიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, დამსაქმებელი მათ შრომით უფლებებს მაინც არღვევდა. 24-დან სამი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. მათ შორისაა ის მოქალაქეც, რომელმაც არასათანადო საცხოვრებელი გარემოს გამო ფეხი დაიზიანა, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ გაწევია. როგორც ირკვევა, ამ საკითხზე გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

გერმანიის ელჩს, ასევე გერმანიის ხელისუფლებას ესაუბრა.

დატოვე კომენტარი