გერმანია-საქართველოს ურთიერთობა – შეფასებები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს ელჩის გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის პრეზიდენტთან რწმუნებათა სიგელების გადაცემას გამოეხმაურა. ღონისძიება 23 ივლისს გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ალექსანდრე კარტოზია, რომელიც ელჩად გასული წლის პირველ ოქტომბერს დაინიშნა, შესაბამისი პროცედურების დასრულებას, ათი თვის განმავლობაში ელოდებოდა. გერმანიის პრეზიდენტის ადმინიტრაციის ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია, ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გაიმართება.
საქართველო-გერმანიის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები, შეფასდა პოლიტიკურ სპექტრში. აღსანიშნავია, რომ გერმანიას დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჯერ არ წარუდგენია. ქართული ოცნების ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამორჩეული პეტერ ფიშერის საქართველოდან წასვლის შემდეგ, ეს თანამდებობა ვაკანტურია. ოფიციალური თბილისი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესებას სწორედ ფიშერს უკავშირებდა, ვითარების ნორმალიზებას მისი შემცვლელის დანიშვნის შემდეგ ელოდება. ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, სადაც ამ დრომდე, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.