ანგელა მერკელის მეოთხე ვადა

გერმანია პოლიტიკური კრიზისიდან გამოდის. პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, კანცლერის თანამდებობაზე ბუნდესტაგს, ანგელა მერკელის კანდიდატურა წარუდგინა. კენჭისყრა 14 მარტს გაიმართება. უკვე ამის შემდეგ, მეოთხე ვადით არჩეული მერკელი, მთავრობის ფორმირებას დაიწყებს.

უკვე ცნობილია, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტში არ იქნებიან სოციალ-დემოკრატების ყოფილი ლიდერი, მარტინ შულცი და საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი.

2017 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე განვლილი გზა ნახეთ სალომე თორაძის სიუჟეტში