გერმანია და ნიდერლანდები საქართველოს მოქალაქეეებისთვის საზღვრებს ხსნიან - ქართული მხარე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს იწყებს, ავიაკომპანიები კი მოლაპარაკებების დასრულებას ელიან

გერმანია, საფრანგეთი და ჰოლანდია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნიან.

ევროკავშირის საბჭოს მიერ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ მიჩნევის და სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ევროპის ქვეყნები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.  კონკრეტული ქვეყნების მთავრობებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს იწყებს ქართული მხარეც, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს საზღვრები ცალკეული ევროპული ქვეყნებისთვის ივლისის ბოლოს ნაცვლად უფრო ადრე გაიხსნას. მოლაპარაკებების დროს უნდა გაირკვეს, როდის, ვისთან და რა რეგულაციებით აღდგება შეწყვეტილი ფრენები.

საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სხვადასხვა ავიაკომპანიასთან ერთად ელოდება „ვიზეარიც“. უნგურლმა კომპანიამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის  გათვალისწინებით საკუთარი  დღის წესრიგი უკვე დიდი ხანია შეცვალა და ქუთაისში ბაზირებული სამი  ხომალდი ქვეყნიდან დროებით გაიყვანა. ფრენების შეყწვეტასთან დაკავშირებით საქართველოში ატეხილ აჟიოტაჟს „ვიზეარი“ სიცრუეს უწოდებს, ფრენების განახლებას ელოდება და ახალი ავიამიმართულებების დამატებასაც აანონსებს.