გერმანელი დეპუტატების კითხვები პეტერ ფიშერის საქმიანობაზე
საქართველოში გერმანიის ელჩთან მმართველი გუნდის გარდა შეკითხვები მის სამშობლოშიც აქვთ.
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პეტერ ფიშერის საქმიანობის გამო განმარტებებს ითხოვს. ბუნდესტაგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ელჩთან დაკავშირებული კითხვების სია პარტიის საპარლამენტო ჯგუფმა ფედერალურ მთავრობას უკვე გაუგზავნა. შეკითხვები საქართველოში გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შეხვედრებს, განცხადებებს და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე აქტივობებს ეხება. ფიშერი იმ დიპლომატებიც ჩამონათვალშია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე მიუთითებს და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. ელჩის მიმართ ცოტა ხნის წინ დიპლომატიური ზომაც გამოიყენეს და ცოტა ხნის წინ საგარეო უწყებაში დაიბარეს.
რატომ მოექცა დიპლომატი ამჯერად საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ერთი საპარლამენტო ჯგუფის და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალის ინტერესის სფეროში – თამუნა წიკლაური დეტალებით.