გენპროკურორობის კანდიდატს პარლამენტში მოუსმენენ

გენერალური პროკურორობის კანდიდატს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სავარაუდოდ, პარასკევს მოუსმენენ. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ირაკლი შოთაძეს მხარს დაუჭერს. ოპოზიცია კი გენერალური პროკურორის არჩევის პროცესს ბოიკოტს უცხადებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, ირაკლი შოთაძის მოსმენის შემდეგ, კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე გაიმართება. თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.