გენპროკურორობის კანდიდატები

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, საპროკურორო საბჭოს კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა. ვალერიან ვაჭარაძე, იურიდიული კომპანიის მიერ წარდგენილი კანდიდატია. მერაბ გამყრელიძემ კი საპროკურორო საბჭოს განაცხადით პირადად მიმართა. ვაკანტურ თანამდებობაზე ამ ეტაპზე შვიდი კანდიდატია წარდგენილი.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.