გენერლის მკვლელობის საქმე

რუსთავის სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმის განხილვა გრძელდება.

პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროკურორმა სხდომაზე, ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა.

საქმეზე მომდევნო სხდომა, 28 მარტს უნდა ჩატარდეს. ბრალდების შემდეგ, სასამართლო უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავა.